ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან აღარაფერს არ ტოვებს და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსული რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი, შეხედე ეს ვითარებაა საქართველოში - 400 000-მდე ქართველ პენსიონერს აქვს ბანკიდან სესხი გამოტანილი. სესხი იმიტომ კი არ გამოიტანეს, რომ დასასვენებლად უნდოდათ წასვლა, არამედ პენსიონერი მუდმივად არის არჩევანის წინაშე, წამალი იყიდოს თუ პური, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მოუწოდა, რომ ყველა ქართველ პენსიონერს სესხის ძირი თანხა გაუნულოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებამ, პრაქტიკულად, ამოირეცხა პოლიტიკური მეხსიერებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, აქაც გასამმაგებაა, რაც ძალიან სასიხარულოა ყველასთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ფილმ „იარე ლიზას“ ირგვლივ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო.
