ოქტომბერი 25 2023 წაკითხვა 456 ჯერ

ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ოქტომბერი 25 2023 წაკითხვა 480 ჯერ

რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინ რატომღაც გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მთელი რიგი აღიარებითი ჩვენებები მიეცა. რამდენიმე რადიკალმა გულახდილად აღიარა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, ამას დაემატა ხათუნა სამნიძის აღიარება იმის შესახებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდნენ, რასაც ხელისუფლება თვეების განმავლობაში ამტკიცებდა.

მათივე თქმით, ყველაზე გამორჩეული აღიარება კი თამარ ჩერგოლეიშვილს და, შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით.

„ყველაზე გამორჩეული აღიარება კი თამარ ჩერგოლეიშვილს და, შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით, რომლებმაც განაცხადეს, ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ „ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით“ სარგებლობა ვერ მოახერხაო.

ოქტომბერი 25 2023 წაკითხვა 424 ჯერ

ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული, მთელი რიგი ცვლილებები არის განხორციელებული. მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების ყველანაირი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ოქტომბერი 24 2023 წაკითხვა 416 ჯერ

ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები - აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოქტომბერი 24 2023 წაკითხვა 485 ჯერ

როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და მითუმეტეს, ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ - დაასვენონ ეს ქვეყანა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ინდიგოს“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით თემაზე - „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“, დისკუსიის გამართვა იგეგმება.

ოქტომბერი 24 2023 წაკითხვა 491 ჯერ

არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია.

გვერდი 298 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.