თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციას სანქციები უნდა დაუწესოს - ეს განცხადება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ დაუპირისპირდა. ვვარაუდობთ, რომ პრეზიდენტმა არათუ სათანადო ზომები არ მიიღო ასეთი განცხადების პრევენციისთვის, არამედ პირიქით, წაახალისა კიდევ ასეთი განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? - რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არ უნდა იაროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.
პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
კონსტიტუციის ხელყოფა, დარღვევა არავის ეპატიება, მით უმეტეს, პრეზიდენტს, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს. სამწუხაროდ, სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე და გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ვამხილოთ პრეზიდენტი, ვთქვათ, რომ ეს არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ზეწოლასა და შეურაცხყოფას, აბსურდული ბრალდებების, არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
