გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როდესაც ის მშვიდობაზე გვესაუბრება - დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალ დამცავი ორგანოებისთვის - დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რითაც სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა - ეს მოთხოვბნები გაჭღერდა შეხვედრაზე , - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხელისუფლებას საბოტაჟი არ გამოუვიდა, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
