სექტემბერი 13 2023 წაკითხვა 626 ჯერ

„ქართული ოცნება“ აგებს თამაშს ქალბატონ სალომესთან , - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

სექტემბერი 13 2023 წაკითხვა 663 ჯერ

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს არ გამორიცხავს და ემზადება, ამაზე ძალიან მშვიდად და წყნარად მესაუბრებოდა, პრაგმატულად უყურებს ამ შესაძლებლობას; აშკარაა, რომ ამ სცენარზე ნაფიქრი აქვს და აქვს დაშვებები და გეგმები, რა უნდა გააკეთოს - ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 13 2023 წაკითხვა 670 ჯერ

მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

სექტემბერი 13 2023 წაკითხვა 753 ჯერ

საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პუტინისტურ ტალღაზე დაყენება უნდათ, რომ „დასავლეთმა მიგვატოვა და სხვა გზა არ გვაქვს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, თბილისის მერის, კახა კალაძის ნატო-ზე გაკეთებულ განცხადებას.

სექტემბერი 13 2023 წაკითხვა 643 ჯერ

დღემდე, პარტიის გახლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია; ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.

ნიკა მელიას თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარტიაში დღეს მძიმე ვითარებაა და აღნიშნა, რომ მენეჯმენტის მხრიდან შეცდომების აღიარების შემდეგ გამოსწორდება ვითარება.

სექტემბერი 13 2023 წაკითხვა 734 ჯერ

თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნატო-ს.

გვერდი 299 სულ 729
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.