ოქტომბერი 02 2023 წაკითხვა 1084 ჯერ

ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული  და ვერც ვერავინ შეძლებს ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ოქტომბერი 02 2023 წაკითხვა 670 ჯერ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ოქტომბერი 02 2023 წაკითხვა 467 ჯერ

2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოქტომბერი 02 2023 წაკითხვა 487 ჯერ

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს სპეციალურად უკეთებს. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოახდენენ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ოქტომბერი 02 2023 წაკითხვა 493 ჯერ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანა დატოვეს სერბეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებზეც სუსი აცხადებს, რომ მათ გადაამზადეს ადამიანები, "რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ".

ოქტომბერი 02 2023 წაკითხვა 455 ჯერ

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტებას მოითხოვს აშშ-სგან საქართველოში ტრენინგის დაფინანსებისთვის, რომლის მიზანი, მისივე მტკიცებით, რევოლუციის მოწყობაა.

გვერდი 303 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.