აზერბაიჯანი დე იურე თავის ტერიტორიაზე მოქმედებს, რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, ტაშს დავუკრავთ, გულს მოვიფხანთ. სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში, თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას ჩემი გათავისუფლების საკითხი, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დიდი უარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვიმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩვენი ვალდებულებიდან, დავიცვათ კონსტიტუცია, დავიცვათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, ჩვენ ამას ვაკეთებთ და ყოველთვის გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
საქართველო და მისი საფინანსო სისტემა არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების ადგილად. ჩვენ საკამოდ ძლიერი მონიტორნგის სისტემა გვაქვს დაწესებული და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი დადებითი შეფასება მიგვიღია ამასთან დაკავშირებით ჩვენც, ჩვენს საბანკო სისტემას. კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
არჩილ მესტვირიშვილმა ეროვნული ბანკი დატოვა, – ამის შესახებ მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პარლამენტის სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ოთარ ფარცხალაძის თემის განხილვა მოითხოვეს.
