საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის - სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე, ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული, კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როცა პრეზიდენტი ამბობს, ეროვნული ბანკი რუსულ გადაწყვეტილებებს იღებსო, იქ რომ ჩავა და თავისი კოლეგები კითხავენ, მართლა რუსული გადაწყვეტილება მიიღებაო, რას უპასუხებს? -რომ კი, რუსული გადაწყვეტილებებია და ევროკავშირში მიგვიღეთო, თუ არა, არ იღებს რუსულ გადაწყვეტილებებს და უბრალოდ ქართულ საზოგადოებას ვატყუებდიო? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა მისი არჩევანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
