სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 508 ჯერ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის თავმჯდომარეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 739 ჯერ

როდესაც კონკრეტულ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი,- ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგი ევროპარლამენტარი, შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 902 ჯერ

სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 673 ჯერ

ცდილობენ გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 647 ჯერ

დღეს, 14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. ის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდებას უნდა მოემსახუროს და შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 468 ჯერ

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.

გვერდი 312 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.