„ქართული ოცნება“ ბარიერია, მაგრამ ისტორიული მომენტიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს შანსი, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლება არის დროებითი - დიდი ალბათობით, ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება იქნება და დავეწევით უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.„ქართული ოცნება“ ბარიერია, მაგრამ ისტორიული მომენტიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს შანსი, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლება არის დროებითი - დიდი ალბათობით, ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება იქნება და დავეწევით უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
“რატომ დაიწყო კრემლმა კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თემის აქტუალიზება და საქართველოსთვის ფაქტობრივად ულტიმატუმის წაყენება.
რუსული პარტია ომს აბრალებს ამერიკას, დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს - მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ „მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია”.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"ინტენსიური პროპაგანდის კამპანია მიმდინარეობს პრორუსული ძალების მხრიდან საქართველოში" - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევით, რომ საქართველო იყოს მეტად მდგრადი და მედეგი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
