თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ნარატივია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო... გაჩუმდით სალომე, გაჩუმდით უბრალოდ, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც (პრეზიდენტი), - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილს.
მე არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით - ყველაფერი არის "ოცნების" შოუ, რომელიც წაგვაღებინებს თვეს, თვე ნახევარს და გვალაპარაკებს ამ თემაზე, სხვა შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ნიშნავს იმას, რომ „მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები“. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებამდე შოვში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
რადიკალური ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევის ევროპულ მოვლენად წარმოჩენას ცდილობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
