ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თბილისში ვიზიტის მთავარი გზავნილია ის, რომ გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას.
„ნაციონალურ მოძრაობის“ დატოვებაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არასოდეს გახდება, ამის ძალიან მწამს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ამოცანა განსხვავდება ექიმების ამოცანისგან.
მგონია, სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკას ან მართლა თავი დაანებოს, ან საავადმყოფოდან ციხეში გადავიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
