მერაბიშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება, გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს, არც აქციის ორგანიზატორი იყო და არც მის დაძახილზე გამოსულა ვინმე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით – სისუსტე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7-9 მარტის აქციებზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული შეფასების მიხედვით, ამ დღეებში იყო შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალურ საშუალებებს სრულიად უსაფუძვლოდ იყენებდნენ. დეტალებზე იოსელიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა, მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთლიანობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური სახე, ჩვენი დემოკრატიულობა, ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სიმტკიცე, სიძლიერე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მაგარ პოლიციას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, უმრავლესობას, პარტიის, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ყველას, ძალიან რთული დღეები იყო მათთვისაც, მაგრამ ჩვენ ყველამ კოლექტიურად მივიღეთ ეს გადაწყვტილება და ვთქვით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი, გონივრული და ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
