January 16, 2026

მარტი 15 2023 წაკითხვა 410 ჯერ

„დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ის პოზიცია დაადასტურა, რაც ჩვენ გვქონდა - მან წერტილი დაუსვა უსაფუძვლო აჟიოტაჟს, როცა რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონის მიღება დაუშვებელი იყო, - ეს განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მარტი 15 2023 წაკითხვა 476 ჯერ

როდესაც ადამიანებს ართმევ უფლებას, არ დაგეთანხმონ და ამის გამო დევნისკენ მოუწოდებ, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ზუსტად თანამედროვე ფაშიზმი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მთელი საზოგადოება, რათა ამ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება, რომ პროტესტი, რომელიც იყო წინა დღეებში, თავისი ბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარტი 15 2023 წაკითხვა 485 ჯერ

ამაზრზენია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მანიპულირება 9 აპრილზე და ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომლებიც ქართველი ადამიანის გულში ემოციებს აღძრავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მარტი 14 2023 წაკითხვა 407 ჯერ

რასაც ვაკვირდებით, არის ფაშიზმი. მიმდინარეობს ზიზღის კამპანია. ეს ხდება იმ ადამიანებისგან, ვისაც თავი მოაქვთ ადამიანის უფლებების დამცველად და ა.შ. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან ფაშიზმის კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მარტი 14 2023 წაკითხვა 422 ჯერ

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს.

მარტი 14 2023 წაკითხვა 687 ჯერ

რაც უფრო დიდია საერთაშორისო კონსენსუსი, რომ მამაჩემის სიცოცხლე საფრთხეშია, მით უფრო გაიზრდება შანსები მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა სტრასბურგში, Renew Europe -ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

გვერდი 358 სულ 729
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.