ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უნდა გავიგოთ, რომ სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა, –
100 დღეა, რაც რუსეთმა დაიწყო გაუმართლებელი აგრესია და უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
პრეზიდენტი ხაზგასმით ცდილობს, ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები. ყველა გონიერი პოლიტიკური ფიგურა ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის, - ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.