13-მა წამყვანმა ქართულმა არასამთვრობო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს გაავრცელა მიმართვა ხელისუფლების მიმართ, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის საკითხი „უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით“.
აზერბაიჯანს არ სურს, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში და 7 დეკემბერს, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას აუქმებს.
მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე რეალური ძალა შეიქმნება - გიჟი „ჯაფარა“ და ვაშაძე რა დამოკიდებულებაში იქნებიან ხელმოცარულ „ნაცმოძრაობასთან“,ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ოპოზიციის ე.წ. სამეულის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შესაძლებლობაზე საუბრისას განუცხადა.
პირის მიერ თუ სასჯელის მოხდა შეუსაბამოა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაავადოს თუ არა სასჯელი, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
“დაიწყება თუ არა “ნაციონალური მოძრაობაში” შიდა კომპრომატების ომი?
ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს.
