ქართველი ერი პროევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა აქციაზე „შინ ევროპისკენ“ ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომელზეც ერთობლივი მუშაობის დაწყების თხოვნით "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა დაინტერესებულ პირს მიმართა. გეგმის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხოჯევანიშვილმა დეპუტატებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.
17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ევროკომისიის მოსაზრებაა: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს - არა. გაიგეთ რატომ.