პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზებს ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა უნდა შევთავაზოთ. ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, სადაც ის აფხაზებთან გაერთიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად აფხაზეთს შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.
არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა.
ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება - ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის! - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
"არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა," - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას შეეხებოდა.