აპრილი 22 2026 წაკითხვა 391 ჯერ

„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა – როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

აპრილი 22 2026 წაკითხვა 485 ჯერ

,,ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: “ნაცების” ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ – ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? “ნაცების” ალიანსმა, რომელსაც “ჩერგო” და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, რომ მიშა ხმას ნუ იღებსო”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

აპრილი 21 2026 წაკითხვა 322 ჯერ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონ გეკა გელაძის კანდიდატურას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აპრილი 21 2026 წაკითხვა 497 ჯერ

,,კახა, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, ჩვენ ხალ­ხთან მის­ვლა არ გვი­ჭირს. ეს შენ­თვის არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ქუ­ჩა­ში დაც­ვის გა­რე­შე გას­ვლა“, - ასე მი­მარ­თავს “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე დე­და­ქა­ლა­ქის მერს, კახა კა­ლა­ძეს.

აპრილი 21 2026 წაკითხვა 171 ჯერ

„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი პარტიები: ,,ახალი“, ,,გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, ,,დროა”, ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტია", ,,ევროპული საქართველო”, ,,თავისუფლების მოედანი”, ,,სტრატეგია აღმაშენებელი”, ,,ფედერალისტები”, მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე საკუთარ პოზიციას ავრცელებენ.

აპრილი 21 2026 წაკითხვა 446 ჯერ

,,ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

გვერდი 5 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.