ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ღარიბაშვილის თქმითვე, დაზარალებული თავადაა.
“დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აფხაზეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომლის ერთ-ერთი პოტენციური ხელმძღვანელიც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩეველი ახრა ავიძბა იყო.
გვჭირდება კვალიფიციური გამოძიება. სამხარაულის ექსპერტიზის, ალბათ, თვითონ შოთაძესაც არ სჯერა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ ახალი მოძრაობა, "დროა" ჩამოაყალიბა.
მე არასდროს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად ან ჩუმად, ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ტოვებს თუ არა ის მერის თანამდებობას.
არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ეს ჩვენ დაგვაბრალოს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
