April 6, 2026

თებერვალი 11 2020 წაკითხვა 957 ჯერ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თებერვალი 11 2020 წაკითხვა 870 ჯერ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და გიგი უგულავას დაპატიმრებასთან საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის.

თებერვალი 11 2020 წაკითხვა 918 ჯერ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 789 ჯერ

“ანაკლიის პროექტის შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფომ უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის გაცემაზე. ეს იყო გარანტია, რომელსაც კომერციული დატვირთვა ჰქონდა და მისი გამოყენების შემთხვევაში კრედიტად გარდაიქმნებოდა. ამაზე უარი თქვეს და ახლა ახალ ტენდერს აცხადებენ. რა პასუხს აძლევენ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ენდნენ ჩვენს ხელისუფლებას და 75 მილიონი ჩადეს ამ გაურკვეველ ვითარებაში? როგორ წარმოუდგენიათ ტენდერის გამართვა იმ პროექტზე, რომელზეც შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო გარჩევა დაიწყოს. ძნელად წარმომიდგენია კარგი რეპუტაციის მქონე ინვესტორი, რომელიც ასეთ პროექტში ფულს ჩადებს. ყველა იკითხავს, რატომ გაჩერდა პროექტი და რა მოუვიდა მასში ჩადებულ თანხებსო? გარდა ამისა, ეს პროექტი უნდა დააფინანსონ სწორედ იმ საერთაშორისო ბანკებმა, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით. ისინი ზუსტად იმავე პირობას წამოუყენებენ სხვა ინვესტორსაც, ანუ სხვისგანაც მოითხოვენ 50 მილიონი დოლარის გარანტიას. როგორ მოიქცევა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში?”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!” / “ივანიშვილისთვის ანაკლიის პროექტის დაფინანსება ხარაკირის ტოლფასი იქნება”.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 854 ჯერ

"პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ღიად და აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ასე ეხმაურება - “მიშა სააკაშვილი არის უძლიერესი პოლიტიკოსი. დაინახა, რომ შედეგი არ არის და ძალიან სწორად იმოქმედა. გააკეთა საინტერესო განცხადება, ბევრი ახალგაზრდა უნდა მოვიდეს პოლიტიკაში და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. ვინ დააბნია ან ვის რა ეწყინება სააკაშვილის ამ ნაბიჯით, არ ვიცი. პირადად მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ დროული იყო...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა ბოკერია და ბურჯანაძე მწყობრიდან გამოიყვანა” - თაკო ჩარკვიანი.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 747 ჯერ

“შოთაძის ხელახლა გაპროკურორებაში არაფერია მოულოდნელი - “ქართული ოცნება~ რეიტინგს კარგავს და როდესაც ხელისუფლება მოსახლეობაში დასაყრდენს კარგავს, მაშინ დასაყრდენად მას ძალოვანი სტრუქტურები ესახება. სწორედ იქ სჭირდება ივანიშვილს ერთგულებაში გამოცდილი კადრები. ის ეძებს ერთგულებაში კარგად გადამოწმებულ პირებს, სჭირდება ასეთი ხალხი და აბრუნებს თანამდებობებზე... სხვა საკითხია, ეს ხალხი რამდენად არის მართლაც უღალატო - არავინ იცის, შოთაძე კრიტიკულ ვითარებაში რას მოიმოქმედებს. თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილს სწორედ ის ეიმედება, როგორც ეს მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის დროსაც. საზოგადოება რას როგორ შეაფასებს, ეს უკვე დიდად არ ადარდებთ, რადგან მთავარ მოკავშირედ ამომრჩეველს აღარ მიიჩნევენ... “ოცნებას” სტრატეგიული მიზნები უკვე აღარ აქვს. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბად იქცა ოქტომბერში ძალაუფლების შენარჩუნება, შორს მიმავალ გეგმებზე “ქართული ოცნება” უკვე არ და ვერ ლაპარაკობს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ”.

გვერდი 688 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.