თებერვალი 21 2020 წაკითხვა 1583 ჯერ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრეგორი კარასინი ტვ იმედთან საუბარში ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მღელვარების გამო, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი არ ჩამოვა თბილისში 14-15 მაისს, ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.

თებერვალი 21 2020 წაკითხვა 1049 ჯერ

დღევანდელი უცხოური მასმედია საკმაოდ მდიდარია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალებით:

თებერვალი 20 2020 წაკითხვა 881 ჯერ

“ჯერ ამბობენ 4 აპრილი, მერე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ვფიქრობ, ოპოზიციის ლაპარაკი ფართმასშტაბიან აქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. რა ნაბიჯებს გადადგამს წინასაარჩევნოდ “ოცნება”, არ ვიცი, შეიძლება ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს” - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს მომავალ არჩევნებში პოლიტოლოგი იგორ კვესელავა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოპოზიცია ამ მეთოდებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებს” - იგორ კვესელავა.

თებერვალი 20 2020 წაკითხვა 1089 ჯერ

“შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გახსნას. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია - აქ მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლის შეზღუდვის გამო საკვების და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის კი გაუგებარია, ეს საკითხი ხელისუფლებამ რატომ არ დააყენა ერგნეთის შეხვედრების დროს, რაზეც სამინისტროში “რეზონანსს” უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს და საკითხი დააყენეს ასევე ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე... ზაქარეიშვილის თქმით, “გამშვები პუნქტის” დაკეტვა, წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ გამოიწვია და მისთვის გაუგებარია, რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიაზე საგუშაგოს დატოვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია - რეჟიმი ქსნის ხეობის მოსახლეობას ისევ შანტაჟისთვის იყენებს.

თებერვალი 20 2020 წაკითხვა 1052 ჯერ

მეტი ვანო ოპოზიციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

 

„მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა.

თებერვალი 20 2020 წაკითხვა 832 ჯერ

მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გვერდი 690 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.