თებერვალი 10 2020 წაკითხვა 898 ჯერ

"პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ღიად და აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ასე ეხმაურება - “მიშა სააკაშვილი არის უძლიერესი პოლიტიკოსი. დაინახა, რომ შედეგი არ არის და ძალიან სწორად იმოქმედა. გააკეთა საინტერესო განცხადება, ბევრი ახალგაზრდა უნდა მოვიდეს პოლიტიკაში და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. ვინ დააბნია ან ვის რა ეწყინება სააკაშვილის ამ ნაბიჯით, არ ვიცი. პირადად მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ დროული იყო...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა ბოკერია და ბურჯანაძე მწყობრიდან გამოიყვანა” - თაკო ჩარკვიანი.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 782 ჯერ

“შოთაძის ხელახლა გაპროკურორებაში არაფერია მოულოდნელი - “ქართული ოცნება~ რეიტინგს კარგავს და როდესაც ხელისუფლება მოსახლეობაში დასაყრდენს კარგავს, მაშინ დასაყრდენად მას ძალოვანი სტრუქტურები ესახება. სწორედ იქ სჭირდება ივანიშვილს ერთგულებაში გამოცდილი კადრები. ის ეძებს ერთგულებაში კარგად გადამოწმებულ პირებს, სჭირდება ასეთი ხალხი და აბრუნებს თანამდებობებზე... სხვა საკითხია, ეს ხალხი რამდენად არის მართლაც უღალატო - არავინ იცის, შოთაძე კრიტიკულ ვითარებაში რას მოიმოქმედებს. თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილს სწორედ ის ეიმედება, როგორც ეს მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის დროსაც. საზოგადოება რას როგორ შეაფასებს, ეს უკვე დიდად არ ადარდებთ, რადგან მთავარ მოკავშირედ ამომრჩეველს აღარ მიიჩნევენ... “ოცნებას” სტრატეგიული მიზნები უკვე აღარ აქვს. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბად იქცა ოქტომბერში ძალაუფლების შენარჩუნება, შორს მიმავალ გეგმებზე “ქართული ოცნება” უკვე არ და ვერ ლაპარაკობს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ”.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 1188 ჯერ

მე ბავშვები ვიცი, 3-4 კგ ჯართის მოპარვისთვის 5-6 წელი ახეხინეს ციხე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოსლკიმ გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 950 ჯერ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდა.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 1173 ჯერ

რუსეთის საგარეო უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაესწრება თუ არა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროსაბჭოს მინისტერიალს, რომელიც მაისში თბილისშია დაგეგმილი.

თებერვალი 10 2020 წაკითხვა 782 ჯერ

„ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას",

გვერდი 695 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.