თებერვალი 14 2020 წაკითხვა 1079 ჯერ

გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.

თებერვალი 13 2020 წაკითხვა 888 ჯერ

“არა მგონია, რომ ეს სიტუაცია ვინმეს აწყობდეს, რადგან უკვე ქაოსია. ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ოპოზიციაშიც ემოციური განწყობაა. ასეთ დროს, როცა გონების ხმა ჩახშულია და მოქმედებს ემოციები, იწყება უმართავი პროცესები ქუჩაში. ხელისუფლება ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში. არ ვტირი უგულავას და ნამდვილად არ ვამბობ, რომ უდანაშაულოა, მაგრამ როცა მოლაპარაკება ფინიშზეა და შენ აპატიმრებ მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, რა თქმა უნდა ეს მოლაპარაკების ჩაშლად აღიქმება”, - აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში” - კახა კუკავა.

თებერვალი 13 2020 წაკითხვა 1110 ჯერ

“სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ის იყო მესამე ძალა. რა თქმა უნდა, ის ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი, მაგრამ ფორმალურად და ოფიციალურად ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ვფიქრობ, რომ მან ამ კუთხით მხარეებს შორის მოლაპარაკებაში შუამავლობა შესთავაზა. შესაძლოა მისი შუამავლობაც იმით იყოს გამოხატული, რომ მხარეები შეთანხმდნენ თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა რა თამაშის წესების ფორმატში მოხდება. ფაქტია, რომ მხარეებმა რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. რაც შეეხება სართაშორისო მეგობრებს, მოუწოდებენ და ცდილობენ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ ის რეციდივები, რაც ჩვენ 90 იან წლებში გვქონდა. ფაქტიურად ახლა საზოგადოებაში დიდი პოლარიზაციაა, არჩევნები როგორ ჩატარდება ის პრინციპიც არაა შემუშავებული და როდესაც ეს მდგომარეობაა, ამ დროს მათი ჩართულობა საჭიროა”, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ამაზე ამერიკაში უვადო სასჯელია” - მაისაია უგულავას საქმეზე.

თებერვალი 13 2020 წაკითხვა 1380 ჯერ

"გარკვეული ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ, თუმცა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეჭვს გამოთქვამს, საბოლოოდ ოპოზიციურმა სპექტრმა ამ შეთანხმებას მიაღწიოს. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსენსუსი აუცილებელია, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება, რაც მისასალმებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გააქტიურებამ შეიძლება არსებული კონიუნქტურა შეცვალოს” - გია ხუხაშვილი.

თებერვალი 13 2020 წაკითხვა 783 ჯერ

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი დონალდ ტუსკი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

გვერდი 693 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.