თებერვალი 04 2020 წაკითხვა 773 ჯერ

"შეიძლება ოპოზიციისთვის საქილიკო იყოს ეს ვიზიტები, მაგრამ არა საზოგადოებისთვის, რადგან ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყდება როგორ წავა პროცესები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს აშშ-ში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვაშინგტონში ვიზიტებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე - ძაბირაძე

თებერვალი 04 2020 წაკითხვა 765 ჯერ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

თებერვალი 04 2020 წაკითხვა 811 ჯერ

საქართველოს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. შეკითხვა, ბავშვთა სიღარიბის შესახებ უმრავლესობის წევრს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა.

თებერვალი 04 2020 წაკითხვა 831 ჯერ

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება გადადო.

თებერვალი 04 2020 წაკითხვა 780 ჯერ

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის'' განცხადებას ავრცელებს:

თებერვალი 03 2020 წაკითხვა 816 ჯერ

“პრობლემა ის კი არ არის, თუ რატომ არ დაკანონდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, არამედ ის, ეს როგორ მოხდა - ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მერე კი “გადააგდო”. ქვეყანაში, რომლის განვითარებისთვის აშშ-მა დიდი ფული დახარჯა და კვლავაც ხარჯავს, გაჩნდა რისკი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არსებულ საკანონმდებლო ბაზას, საარჩევნო მოდელს, პოლიტიკურ სისტემას არგებს მხოლოდ საკუთარ ინტერესს, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პოლიტიკური კრიზისის დროებით განსამუხტავად გასცე დაპირებები, მერე კი ყველა ფეხებზე დაიკიდო, სანდოობას აცამტვერებს და საქართველოს არაკეთილსინდისიერ პარტნიორად წარმოაჩენს. ამერიკელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თავის ხალხს ასე ექცევა, როგორ შეიძლება მოექცეს პარტნიორებს?!” - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ“ / “ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ გადააგდო“.

გვერდი 697 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.