თებერვალი 06 2020 წაკითხვა 869 ჯერ

“რომელ პარტიას რამდენი პროცენტი ექნება, ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. საერთოდ, პოლიტიკური მოთამაშეების რეიტინგები სოციოლოგიური გამოკითხვებისა და სპეციალური ფოკუს-ჯგუფების შედეგად დგება, ამით იზომება რეიტინგი და ამით ვიღებთ ზუსტ ობიექტურ სურათს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შეფასებისას. ის მიიჩნევს, რომ პარტიის რეიტინგის მიახლოებული სურათის დადგენა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ორი-სამი გამოკითხვის შედეგების შეჯერებისას შეიძლება. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ოთხშაბათს გამართული პიკეტირება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არჩევნების ჩატარების პროპორციული ფორმა მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, პროპორციული არჩევნებით ხალხის მობილიზებას“ - ზაალ ანჯაფარიძე.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 838 ჯერ

“ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია” - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს ვაშინგტონში. აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილების მიღების შემდეგ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით თებერვალში, ვაშინგტონში მაღალი დონის რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმში. მინისტრი უკვე შეხვდა კონგრესმენებს; დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. უახლოეს დღეებში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. გაზაფხულზე კი იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით ზურაბიშვილი: “ივანიშვილი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოატყუოს ამერიკელები”.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 924 ჯერ

“ბოლო რამდენი დღეა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი, თუ რამდენი ბავშვი შიმშილობს და საერთოდაც, არსებობს თუ არა ეს პრობლემა ქვეყანაში. გაეროს ბავშვთა ფონდ “იუნისეფის” ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება. ამ საკითხის ასეთი გააქტიურება პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის გამოხმაურება მოჰყვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ და “თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული”. არველაძის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიაში სათაურით მთავრობა ბავშვთა შიმშილობას აღიარებს, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 1188 ჯერ

ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ.

თებერვალი 05 2020 წაკითხვა 896 ჯერ

"თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწრო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირთვა აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ისიც დაესწრო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გააჩნია თავისით მივიდა, თუ ივანიშვილმა სთხოვა მისვლა, - საყვარელიძე შოთაძის აღიარებაზე

თებერვალი 05 2020 წაკითხვა 891 ჯერ

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „თავი შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ძალის, 3-4 თებერვლის პოლიტიკური ასამბლეის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში.

გვერდი 696 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.