უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას რუსეთის გამანადგურებელი ომის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა.
გერმანიის კანცლერის თქმით, კარგი იქნებოდა, პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულიყო, თუმცა მაშინ რუსეთის პრეზიდენტს კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა. ოლაფ შოლცის განცხადებას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
ჩვენ არ ვიღებთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს, უარვყოფთ მას, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმგანაცხადა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.
ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იფიქროს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.