“დეკემბერს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან, ანუ თუ მასვე დავესესხებით, “აღსაყდრებიდან”... ის ჯერ 2013 წელს შეეცადა გაპრეზიდენტებას, თუმცა არ გამოუვიდა. გვახსოვს, მაშინ აცხადებდა, პრეზიდენტის როლი ჩემზეა გამოჭრილიო! მას ხუთი წლის შემდეგ დაუჯერა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც შეირჩა ვითომ დამოუკიდებელ, არაპარტიულ საპრეზიდენტო კანდიდატად.... საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა 70% ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. დაბალია პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობის მაჩვენებელიც - 27%. რაც დღეს ქალბატონი ზურაბიშვილისა და საპრეზიდენტო ინსტიტუტის თავს ხდება, უპირველესად იმის ბრალია, რომ იმ ადამიანების უმრავლესობაც კი არ მიიჩნევს მას თავის პრეზიდენტად, ვინც ხმა მისცა - მას ხომ ძირითადად, “ქართული ოცნების” გამო და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით ქართულ-პრეზიდენტული ლექსიკონი ანუ როდის არის დუმილი ოქრო.
იანვარი 06 2020
წაკითხვა 783 ჯერ
