იანვარი 27 2020 წაკითხვა 753 ჯერ

“რას საყვედურობს ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას? პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმას; სამართლიანი არჩევანის უფლებისთვის, შესაბამისად - თანასწორუფლებიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის ხელის შეშლას, რის მაგალითადაც მოჰყავთ ოპოზიციონერი ლიდერების თაროზე შემოდებული საქმეების გახსენება და ძიების დაწყება; დასავლური ინვესტიციებისთვის გარანტიების არმიცემას, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის საკითხი; ხელისუფლების მიერ საინფორმაციო სივრცის - სოციალური ქსელების არაკანონიერ გამოყენებას საკუთარი საზოგადოების ზომბირებისა და ანტიდასავლური განწყობის გაღვივების მიზნით... უარესი რაღა უნდა იყოს, არ ვიცი. განსაკუთრებულად მწვავე იყო რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის მოკლე წერილი, რომელიც “ტვიტერზე” დაწერა - საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებსო!”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მეშინია, ხელისუფლებამ თავი კედელთან მიყენებულად არ იგრძნოს და გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვას” / “დღეს საქართველოს ხელისუფლება ორივეს - დასავლეთსა და რუსეთს - კოჭს ვეღარ გაუგორებს; ან ერთი უნდა აირჩიოს, ან - მეორე, ამიტომაც მას, გარდა კრიტიკისა, სჭირდება დაცვის მექანიზმების შეთავაზებაც”...

გვერდი 326 სულ 349
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.