სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1993 წელს დაბადებულმა ო.ბ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ი.ა.
,,გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით და 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
- გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს
- პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
