თებერვალი 10 2023

საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში კი, უფრო ნაკეთები განცხადებების და კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გადაცემაში „იმედი LIVE".


თებერვალი 09 2023

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ 9 თებერვალს, გამთენიისას განახლებული მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავდა 62 914. მთლიანად დანგრეულია 6 400-ზე მეტი სახლი. მიწისძვრით დაზარალებულია დაახლოებით 13 მილიონი მოქალაქე.


თებერვალი 09 2023

„ძალა ერთობით“ უნდა მოვახერხოთ, რომ შევაკავოთ ძალიან როლში შეჭრილი აღვირახსნილების ხელისუფლება - მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ვერ გამოვიდა და ახლა მივადექით ბოიკოტს , - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.


თებერვალი 09 2023

ბახმუტში უნდა გავუშვათ თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, გინდათ კიევში და ლვოვში. ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ჩვენ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, - ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემმიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".


თებერვალი 08 2023

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს. 9 და 10 თებერვალს თეატრში სპექტაკლები უკვე მოიხსნა.


თებერვალი 08 2023

პრობლემები ვერ მოგვარდება იმ იმედით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი, რომ მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც არ უნდა სააკაშვილის გამოშვება, გასაგებად შევთავაზოთ ალტერნატივა, რისთვის ვაკეთებთ ამას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.


თებერვალი 08 2023

ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, მაგრამ პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


თებერვალი 08 2023

დღეს, დილით, მესხიშვილის თეატრში მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.


თებერვალი 08 2023

არანაირი მილიონი დოლარი არ არის გადახდილი, საერთოდ არ ვიცი, რა დოკუმენტია ეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასაიამ განაცხადა.


თებერვალი 08 2023

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.


გვერდი 460 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.