თებერვალი 13 2023

სააკაშვილი დღეს ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დადგმული სცენარია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.


თებერვალი 13 2023

ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის კარგია - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


თებერვალი 13 2023

როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ - მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს „ხაბეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.


თებერვალი 13 2023

ქუთაისში, უამინდობის გამო, ე.წ. ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაუქმდა.


თებერვალი 13 2023

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვალ-მარტში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, თუმცა „დიდი მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება“.


თებერვალი 12 2023

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას შეეცდებიან.


თებერვალი 12 2023

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი.


თებერვალი 11 2023

სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, ექვსი ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა.


თებერვალი 11 2023

მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.


თებერვალი 11 2023

არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.


გვერდი 459 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.