დეკემბერი 24 2025

 პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ.


დეკემბერი 24 2025

თურქეთში ოფიციალური ვიზიტიდან ბრუნდებოდა და ანკარიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მყოფი 8 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი, დაიღუპა.


დეკემბერი 17 2025

გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებულები არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იმავეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და საინტერესოა ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს – კამპანია დააწყებინეს ,,ლელოს” და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ,,იგლ ჰილსის” ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას, გადაცემაში ,,აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად” განაცხადა.


დეკემბერი 17 2025

,,თუ ევროკავშირი არასწორად იქცევა და ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, რომ გააკრიტიკოს და ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს, საქართველოსაც აქვს ამის უფლება”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.


დეკემბერი 17 2025

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს ზეიმობს. დიდმოწამე ბარბარე ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.


დეკემბერი 17 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.


დეკემბერი 16 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.


დეკემბერი 16 2025

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.


დეკემბერი 16 2025

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში მისი პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა 2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში.

ორგზის ჩემპიონი განმარტავს, რომ მან ამ სიტუაციის მოსაგვარებლად სამართლებრივ ქმედებებს უკვე მიმართა.

თოფურია აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობაზე ცრუ ცნობების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.

,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი. მათ შორის, ჩემ წინააღმდეგ ოჯახურ ძალადობაზე ყალბი ბრალდების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსურ მოთხოვნებს არ დავთანხმდებოდი. სიმართლე არა შეხედულებებს, არამედ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.

ყველა რელევანტური მტკიცებულება ფრთხილად შეგროვებული და დოკუმენტირებულია, მათ შორის აუდიო ჩანაწერებით, წერილობით გზავნილებით, მოწმეთა განცხადებებითა და ვიდეო მასალებით. ეს მასალები შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს გადაეცა სამართლებრივი დავის დასაწყებად ჩემ წინააღმდეგ გამოძალვის, მტკიცებულებების ფალსიფიცირების, თანხისა და პირადი ქონების უკანონოდ მითვისების და არაერთი მუქარის მცდელობების ბრალდებით.

თავდაპირველად, ჩუმად ყოფნის გადაწყვეტილება ჩემი შვილების დასაცავად მივიღე. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. თუმცა, გავიაზრე, რომ სიჩუმე, ასეთ პირობებში, სიმართლეს კი არ იცავს, არამედ ნარატივების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბევრმა ადამიანიმა გამოიარა მსგავსი სიტუაცია და მართლმსაჯულების სისტემამ საბოლოოდ ფაქტები გამოაშკარავა. დღეს,  მე ამ ნაბიჯს ვდგამ არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, არამედ იმის საჩვენებლად, რომ არავინ უნდა შეეგუოს მუქარას, მანიპულაციას და შიშს.

ვინც მე მიცნობს დაადასტურებს, რომ არასდროს არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ცხოვრებისა და კარიერის მთავარი პრინციპები ყოველთვის დისციპლინა, პატივისცემა და ღირსება იყო.

მაქვს სრული ნდობა მართლმსაჯულების პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებების საფულძველზე დაადგინოს” –  წერს UFC-ს ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში.


დეკემბერი 16 2025

„ოცნებაში“ კარგად იციან, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, ბუნებრივად მოგვიყვანს საკითხზე, თუ ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - „ოცნება“ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება, რადგან სიმართლის დადგენა არ სურთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


გვერდი 47 სულ 1001
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.