თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.
დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება.
17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია.
რუსეთი თურქეთსა და კატართან ერთად ამზადებს ახალ შეთანხმებას მარცვლეულის შესახებ უკვე არსებული შეთანხმების ჩასანაცვლებლად, რომელმაც ერთი თვის წინ რუსეთის გასვლის გამო შეწყვიტა მოქმედება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 19 აგვისტოს ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული 17 უპილოტო „კამიკაძედან“ 15-ის განადგურება მოახერხეს.
