ამერიკის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართული ორი გემი დაბომბა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გრძელდება საბიუჯეტო ,,შატდაუნი". შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში უქმდება ავიარეისები.
მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 ჭრილობა მიაყენა.
,,ყველაზე კარგად სიტყვა ,,ბანძობა” აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, “- ამის შესახებ ,,ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.
რუსეთის რეგიონებში დაიწყო კამპანია რეზერვისტების ასაყვანად სპეციალური რაზმებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში. ამის შესახებ დღეს, 10 ნოემბერს წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“.
ესპანეთში, კანარის კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, მას შემდეგ რაც ტურისტებმა ხელისუფლების გაფრთხილებები უგულებელყვეს და სანაპიროსთან მიახლოება სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. დაღუპულთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 - ბავშვი.
“ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს.
