არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დღეს საპატრიარქოში მისვლას გეგმავს, თუმცა თუ ეპარქიული კომისიის სხდომას მედია არ დაესწრება, ის ამ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
29 ოქტომბერს აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში.
ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლურიოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველო“. წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“ (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“დღეს ვიწყებთ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული მოღალატე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“ - სადავო პარლამენტში მუშაობას იწყებს. დღეს, 28 ოქტომბერს, ისინი პირველად დაესწრებიან პლენარულ სხდომას. პარტიის წევრმა გიორგი შარაშენიძემ თქვა, რომ მათი იქ ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში.
