არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ მეუფე შიოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
ის მეუფე შიოს დაუპირისპირდა და ბრალი დასდო, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე შიო ეკლესიაშია, ძალიან დიდი პრობლემები მოხდა და სწორად ვერაფერი გადაწყვიტა.
„ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი“- ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.
უცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდირებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში წერს.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ საბედნიეროდ, ცოცხლად დარჩენილი მოწმეები არიან, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოს იმ სისასტიკეს აცნობდნენ, რასაც ეს რეჟიმი სჩადიოდა,“- ამის შესახებ
„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის და ნეპალის – ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, მესტიისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული გ.დ. და 1947 წელს დაბადებული ა.ძ. დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ლარი შეადგინა.
