არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად, ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
69 წლის ასაკში, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
6 თვეში შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, მოახდენს თუ არა აშშ-ის სანქციები გავლენას რუსეთზე,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 1986 წელს დაბადებული პ.ყ. დააკავეს.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
„საქართველოში წარმოდგენილი აგენტურის მიზანი ქვეყნის დაზიანებაა”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობის შესახებ თემაზე კომენტირებისას.
ქუთაისში მამას, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
