ოქტომბერი 27 2025

“უკანასკნელ პერიოდში არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მისდამი ეპარქიული კომისიის მიერ დასმული საკითხების კონტექსტში ხშირად ახსენებს ჩემს სახელსაც”, – ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 27 2025

,,მე მგონი ჩვენ გამოვედით იმ რაღაც მონური იდეოლოგიური დამოკიდებულებიდან, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ან არ ჩათვალოს, გადაწყვიტოს ან არ გადაწყვიტოს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა. არავისგან ამის აღიარება არ არის საჭირო. ამ პარლამენტს ლეგიტიმურობას აძლევს ხალხი და მათი მხრიდან მიღებული მანდატები, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, გახარიას პარტიის წევრების განცხადებას, რომ პარლამენტში მათი შესვლა, მისი ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს.


ოქტომბერი 27 2025

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, ადმინისტრაციული წესით მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს , 1 ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.



ოქტომბერი 27 2025

,,სანამ საზოგადოებაში არ გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულების კონსოლიდაციისა და კაპიტალიზაციის უნარი არ ექნებათ, იმ ვითარებაში ვიქნებით, რომელშიც ვართ''- აცხადებს გია ხუხაშვილი.


ოქტომბერი 27 2025

„პარტიის საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციურობას თუ ანტიკონტიტუციურობას რაც შეეხება, ეს ყოველთვის იყო ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


ოქტომბერი 27 2025

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი და გამანადგურებელი ჩამოვარდნენ. შეერთებული შტატების არმიის წყნარი ოკეანის ფლოტის ინფორმაციით, ორივე ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.



ოქტომბერი 25 2025

ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღე გაიმართა ქუთაისში. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში ონკოლოგების 2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით “პაციენტთა სკოლა” და “ძუძუს კიბოს მკურნალობის მიღწევები საქართველოში”.


ოქტომბერი 25 2025
ინგრედიენტები:

გვერდი 73 სულ 1001
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.