“გიორგი გახარია ქრონიკული მოღალატეა, ჯერ უღალატა ივანიშვილს, მერე საპროტესტო ელექტორატს, მერე ოპოზიციურ შეთანხმებას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს. დღეიდან ის 5-წლიანი სასჯელის მოხდას იწყებს, რომელიც სასამართლომ ლიბიიდან საარჩევნო კამპანიის თანხების მოზიდვისთვის შეუფარდა.
რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში - ამ თემაზე იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:
ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი დაეგმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ნაპოვნია ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის აიშატ ბაიმურადოვას ცხედარი.
ჰონგ-კონგის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავის დასაფრენი ბილიკიდან გადავარდნის შედეგად, ორი თანამშრომელი დაიღუპა.
