ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა ეს, პუტინს არ უნდა, ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ინგრედიენტები:
კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,ასეთი სახის კორუფცია წარმოუდგენელია. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში რასაკვირველია, ზოგადად, კითხვები დაისმება, როდესაც პრეზიდენტი თავის ოჯახს, დედამისს ჩუქნის შენობას”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
,,სააკაშვილის მიერ დედისთვის ერთ ლარად გადაცემული ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების საკითხს სჭირდება ახსნა-განმარტება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
სამ გვერდზე გამოქვეყნებულ „განათლების რეფორმის“ კონცეფციას არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან და გაუმჯობესებასთან - ჯამში ძალიან არეულ, პოლიტიზებულ, კონკურენციამოკლულ უმაღლეს განათლებას მიიღებენ და რა თქმა უნდა, ავტორიტარულ ხელისუფლებას ასეთი განათლების სისტემა ყველაზე მეტად აწყობს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7108 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა.
