„ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია, ეს ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა“, - აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და გუშინ ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა, ამ პირობებში, ხალხის მიმართ ზიზღისა და ბოღმის გამოხატულებაა"
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში ცესკოსთან მიმდინარე აქციას ეხმაურება:
ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკო-თან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.
ენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ გაზი გაუშვეს.
"ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა," - ქართველი პოეტი კატო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
მელანია ტრამპი მეუღლეს მოუწოდებს დამარცხება აღიაროს , - ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცესკოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.
ჩვენ დავეხმარებით ოპოზიციას, რომ ამ მართლაც ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით.
პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
