რაუნდებს შორის დაკარგულები - მოლაპარაკება შეიძლება პარლამენტი პირველის სხდომის შემდეგაც გაგრძელდეს
“ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან 5-საათიანი მოლაპარაკებიდან გამოსულმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოალაპარაკების მეხუთე რაუნდიც გაიმართება და გამოჩნდება რეალურად 11 დეკემბერს „ოცნება“ მარტო იქნება თუ არა პარლამენტში.
მანამდე კი კეთდება მინიშნება, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა 11 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდეს. ორივე მხარე კონკრეტულად მოლაპარაკების შესახებ განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს. ოპოზიცია ამბობს, რომ წარდგენილი 4 მოთხოვნიდან ხელისუფლება თანახმა მხოლოდ ორზეა - საარჩევნო სისტემასთან და ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხოლო პირველსა და მეორე პუნქტებზე, სადაც საუბარი რიგგარეშე არჩევნებსა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, ხელისუფლება კატეგორიულად წინააღმდეგია. “ოცნების” ლიდერები არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე კი ამბობენ, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. შესაძლოა პარტიებთან შეთანხმების მთავარ საკითხად საარჩევნო რეფორმა იქცეს. ამიტომაც იმედი აქვთ, რომ ნაკლებად დესტრუქციული ოპოზიციური ძალა 11 დეკემბრამდე გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ვის გულისხმობენ ამ ძალაში არ აკონკრეტებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაუნდებს შორის დაკარგულები - მოლაპარაკება შეიძლება პარლამენტის პირველის სხდომის შემდეგაც გაგრძელდეს.
“აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით 12 ნოემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართა და მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიმართოს მეხუთე რაუნდი. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ხელისუფლება მარტო იქნება და ოპოზიციის არც ერთი ლიდერი იქ შესვლას მანამ არ აპირებს, სანამ მათი 4 მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება. “არავინ არ გასულა დეკლარაციიდან სადაც ხელი მოვაწერეთ, რომ პარლამენტში არ შევალთ. საიდუმლო ამ მოლაპარაკებაში არაფერია. ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოლიგარქის რეჟიმის დამთავრებას. მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება. პირველი სხდომა ოპიზიციის გარეშე ჩაივლის“, - აცახდებს ნათელაშვილი. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი კატეგორიულად ამბობს, რომ ის პარლამენტში შევლას არ აპირებს და მის ირგვლივ გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორები და ბინძური ტყუილია. “სადღაც წინ წავედით და სადღაც ისევ უკან დავიწიეთ. დანარჩენს ვერაფერს ვერ ვიტყვი. პარლამენტში შესვლას ვერავინ გაბედავს. არ შევდივარ ამ პარლამენტში და მორჩა. მეტს არაფერს აღარ ვამბობ”,-განაცხადა ელისაშვილმა. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ დასამალი არაფერია და ყველამ უკვე იცის, რომ საუბარი 4 პუნქტიან მოთხოვნაზეა, რომელიც ოპოზიციამ დააყენა. აქედან ორზე ხელისუფლება მოლაპარაკებაზე მიდის, ხოლოდ დანარცენ ორზე არა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მესამე და მეოთხე საკითხზე, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმას და ცეესკოს ადმინისტრაციის ცვლილებას ეხება დავახლოვდით. თამარ ჟვანიას რაც შეეხება ვერ დაგვპირდებიან იმას რაც კონსტიტუციით და პარლამენტის მეშვეობით არის გადასაწყვეტი. ჩვენ უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ, ვიდრე თამარ ჟვანიაა. ასევე ვსაუბრობთ პირველ და მეორე პუნქტებზე, რაც რიგგარეშე არცევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. ამაზე ხელისუფლება ჯერ არ მოდის. სანამ დიალოგი გრძელდება მოლაპარაკებას აზრი აქვს. ხვალ უნდა შევთანხმდეთ მეხუთე რაუნდი როდის გაიმართება”, - ამბობს ჯაფარიძე. “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მზად მხოლოდ იმაზე არის, რომ საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს. “დღესაც ელჩების მხრიდან თხოვნაა, რომ საუბრის თემა დიდად არ გახმაურდეს. „ოცნებამ“ თავისი პოზიციებზე თავად ისაუბროს. ჩვენი მხრიდანა ოთხი ძირითადი საკითხია. რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემა და მეოთხე ცეესკოს ადმინისტრაციის ცვლილება. პირველსა და მეორეზე უარს ამბობენ. მესამაზე კომპრომისზე მზად არიან. ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე შედეგი და დაახლოვება არ გვაქვს”, - ამბობს ბაქრაძე. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო, სადაც გარკვეული საკითხების კიდევ უფრო დაახლოვება მოხდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ნახეთ, რომ დღესაც ხანგრძლივი შეხვედრა იყო. „ოცნების“ სახელით ფალსილიტატორებს მადლობას ვუხდი. დღეს შეხვედრაზე კიდევ უფრი დაავახლოვდით. არსებობს შანსი, რომ შევთანხმდეთ საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზე. შესაძლოა ეს შეთანხმების მთავარი პუნქტი გახდეს. 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართება. მანამდე უნდა გამოვიყენით დრო, რომ შევთანხმდეთ. იქნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა, სადაც შესაძლოა შევთანხნდეთ. სხვა საკითხებზე “ოცნების” პოზიცია არ შეცვლილა. 2 მილიონმა ადამიანმა არჩევანი გააკეთა და ჩვენგან განმეორებითი არჩევნები გამორიცხულია. ეს არ იქნება. ვიმუშავებთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით”, - აცხადებს თალაკვაძე. მისივე თქმით, ბოლო ორი-სამი დღეა, რაც გარკვეული რადიკალური ჯგუფებისგან ოპიზიციაზე ზეწოლა მიდის. ისინი მოლაპარაკების შინაარსის გამხელას ითხოვენ. ეს კი საკამოდ სამწუხარო ფაქტია”, - დასძენს გამოცემა.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შევიდეს. კობახიძის თქმით, აქამდეც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებდა და უმრავლესობა მარტო იჯდა პარლამენტში. “ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში ერთი წელი, პარლამენტმა გაატარა ერთი წელი მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლეოსობა”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით. “იგივე გაგრძელდეს შეიძლება გარკვეული პარტიების მიერ, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"