ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამე იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უპირველესია.
შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ იყო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება კაცმა თავს უფლება მისცეს მთელს საზოგადოებას შეაფურთხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს, - ასე შეაფასა გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.
ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
გიორგი გახარიას, რეალურად რაც უნდა გაეკეთებინა, ეს იყო ადამიანური სახის ჩვენება. მას უნდა გამოეთქვა სინანული და დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ის ნანობს რაც მოხდა აუცილებელი მოგერიების ფაზის შემდეგ“, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუს“.
„საქმე იმაშია, რომ არავინ ედავება გიორგი გახარიას იმაში, რომ ძალის გამოყენება გახდა საჭირო“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, გახარია თავის ინტერვიუში ისევ იმ სეგმენტს მიმართავდა, რომელიც ისედაც იზიარებდა მის ნააზრევს 20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენების უფლებას, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გახარიას ნათქვამი - „წყალია“.
„ეს ყველაფერი წყალია. გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, ის დარჩა იმ სეგმენტთან ერთად, რომელიც ამ ინტერვიუს გარეშეც მის მხარეს იყო. სამაგიეროდ, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, რომელსაც კითხვები აქვს და უნდა გაერკვეს სიტუაციაში, ეს ნაწილი მძიმე განწყობაზე დააყენა და მოიშორა. თქვა, რომ მე თქვენ არ მაინტერესებთ, მე მაინტერესებს მობილიზაცია იმ ხალხის, რომელიც ისედაც ჩემთან არის. ეს იყო მისი მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, არ შედგა დიალოგი საზოგადოებასთან და მან მოახდინა ინტელექტუალური მონოლოგის დემონსტრირება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება შს მინისტრის განცხადებას, რომ მისი მხრიდან გადადგომა იქნებოდა „პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არათუ პასუხისმგებლობის აღება“, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ მან ლოგიკა თავდაყირა დააყენა.
„ეს არის პასუხისმგებლობის ცნების თავდაყირა დაყენება. პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმით, რომ შენ პოლიტიკურად მზად ხარ, რომ პასუხი აგო და პასუხისმგებლობის გრძნობა ზუსტად გადადგომაა. ის კი თავდაყირა აყენებს ამ ლოგიკას და საუბრობს იმაზე, რომ იმიტომ არ გადადგება, რომ ის მომხდარზე პასუხისმგებელია. აბსოლუტური აბსურდია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, დღეს თუ ხვალ, გახარიას პასუხისმგებლობის თემას ისტორია გამოკვეთავს.
„გახარია ისტორიულად უკვე განწირულია, მას ჰქონდა პოტენციალი, რომ გამხდარიყო გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. დღეს თუ ხვალ, მისი პასუხისმგებლობის თემას ისტორია გამოკვეთავს. ხელების გადაგრეხვით თუ სხვა მეთოდებით, მას შეუძლია დარჩეს და ამის გამო ომს ხომ არ დაიწყებს ვინმე?! მაგრამ სამწუხაროდ, ის დღეს სუსტია და მისი ეს რიტორიკა აძლიერებს მის ოპონენტებს ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ახლა ჩემი წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არათუ პასუხისმგებლობის აღება- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით ის იდგა გადაწყვეტილების წინაშე, გადაერჩინა საკუთარი იმიჯი , თუ მიეღო სწორი გადაწყვეტილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს,
ისტორიკოსი ბუბა კუდავა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება.