დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
რუსთაველის გამზირზე აქციაზე მიმდინარე მოვლენებს კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ეხმაურება.
ევროპა გაიღვიძე! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7794 ლარი ეღირება, ევრო – 2.9348 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5259 ლარი.
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
