მაისი 14 2024

ჩეხეთის რადიო „უნივერსუმის“ (Radio Universum) მიერ გადაიცა აუდიო სიუჟეტი სათაურით „საქართველო: ახალი ფერადი რევოლუცია პირდაპირ ეთერში“ (ავტორი – ლადისლავ ვეტვიჩკა).


მაისი 14 2024

პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ["ქართული ოცნების“ წევრები] წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წერილშია აღნიშნული.


მაისი 14 2024

ევროკავშირი ჩვეული ქრონიკული ბიპოლარული აშლილობის მანერით, გეგმავს უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის საკუთარი ვარიანტის მიღებას , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში წერს.


მაისი 14 2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და გვესმის,­ რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა და მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.


მაისი 14 2024

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მაისი 14 2024

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ნათლად ჩამოგვიყალიბა საქართველოს გასაბჭოების გეგმა - ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ ძალადობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, მათთან მოლაპარაკებებშიც არ უნდა შევიდეთ, ეს არის სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


მაისი 13 2024

„რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“, და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი მირორში“ (The Daily Mirror) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ჩარლი ჯონსი).


მაისი 13 2024

ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კითხვას, იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში.


მაისი 13 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6804 ლარი ეღირება, ევრო – 2.8892 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3593 ლარი.


მაისი 13 2024

მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა.


გვერდი 233 სულ 1385
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.