მაისი 13 2024

წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილი. ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე ოცამდე ადამიანი უსწორდება. გდდ-ს ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.


მაისი 13 2024

საქართველოს პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.


მაისი 12 2024

მას შემდეგ, რაც ისევე, როგორც ყველამ, მანაც [ბიძინა ივანიშვილმა] დაინახა, რომ დაშინებამ და ძალადობამ არ გაჭრა და რომ დასავლეთიც აღარ აპირებს თამაშს ინდივიდუალური სანქციების თემით, ამასთანავე გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პერსპექტივა, რაც ხალხს კიდევ უფრო გააბრაზებს და გაზრდის წინააღმდეგობის ტალღას, მან მიიღო მაშველი რგოლი რამდენიმე ევროპელი ბიუროკრატისაგან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მაისი 12 2024

გარედან ხელოვნურად თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მაისი 12 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აქვთ უატყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ“.


მაისი 12 2024

ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვაშია ნათქვამი.


მაისი 12 2024

არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მაისი 12 2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გუშინ გამართულ აქციაზე დამსწრეთა რაოდენობასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მაისი 12 2024

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გენოციდური მეთოდებით ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.


მაისი 11 2024

ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც 300 არაგველიდან ევროპის მოედნამდე მიემართება.


გვერდი 234 სულ 1385
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.