დღეს, აქცია-პერფორმანსი "გზავნილი ქუთაისიდან" - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ქუთაისში, თეთრ ხიდზე, გაიმართა.
ჩვენ გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს, დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6800 ლარი ეღირება, ევრო – 2.8848 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3605 ლარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.
