100%-იანი სიზუსტით შემიძლია, ვთქვა, რომ ვაშაძის ხელისუფლების ზეობის პერიოდში, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის ინტერესები ყოფილიყო გატარებული რეგიონშიც და საქართველოს ტერიტორიაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში უნდა გაწევრიანდნენ.
2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება, რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც რუსეთთან კავშირშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად - ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და ასევე, შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში“ რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს.
დღეს, წმ.ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრისა და წმ.კვიპრიანესა და იუსტინას ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი ზოსიმე ჭუმბურიძის მღვდლად კურთხევის დღეა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6215 ლარი გახდა.
„მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის!“ - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა
ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა. ე.წ. კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმა ექვსი ათასი რუბლის (დაახლოებით 65 დოლარი) ოდენობით.
5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები უტევს, რუსებისთვის გაწვევის ასაკი გაიზარდა, „ვაგნერელები“ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბუნტს აწყობენ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი ვეღარ იცავს მოსახლეობას უკრაინასთან ომისგან, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.