საქართველო ნამდვილად გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ღირსეული წევრი გახდეს ევროპული დიდი ოჯახის, მაგრამ გვახსოვს, როგორ დალეწეთ მშვიდობიანი მანიფესტანტები რუსთაველის გამზირზე და მერე ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ გამზირზე როგორ ამაყად დადიოდით, გვახსოვს, გვამები ჯიხურის თავზე რომ შემოალაგეთ. ამ ისტორიით ამაყობთ? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სახალხო დამცველის აპარატი „ვივამედში“ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის ცენტრში წინ მიიწევენ და ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამგვარად, ინსტიტუტის ანალიტიკოსები ადასტურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ.
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან! ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები. შეუქცევადი პროცესებია მანდ,“ -ასე ეხმაურება სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში რიკოთის რეაბილიტაციის პროცესს. მისი თქმით რიკოთზე მძიმე გეოლოგიაა და დამწყები ინჟინრები და გეოლოგები არ გამოდგებიან.
„დაუსჯელობით გათამამებული ოლიგარქი კეზერაშვილი, საკუთარი ტელე-საროსკიპოდან გვეუბნება, რომ უსამართლობაა ემიგრაციაში და დევნილობაში ჩემი ყოფნაო… უსამართლობა ის არის, რომ დღეს შენ ლონდონში ზიხარ და არა ციხის საკანში,“ - ასე მიმართავს საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით ყველაფერი კეთდება, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სატრანსპორტო ნაკადებისთვის დროულად აღდგეს. მისი თქმით, საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება.
„გვეუბნებიან, რომ თუ ამერიკა და ევროპა იცავენ აგენტების კანონით საკუთარ სუვერენიტეტს, ეს კარგია, მაგრამ თუ საქართველო გადაწყვეტს აგენტების კანონით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, ეს საშინელებაა და ევროატლანტიკური კურსიდან ქვეყნის გადახვევას ნიშნავს“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი ამ არჩევნებზე, აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი. ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე, ვისთან ერთად, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი? ვისაც უნდა, რომ იყოს ჩემი პარტნიორი. მე პარტნიორებს არ ვეძებ და არავის ვეხვეწები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა.